ლაა ილაჰე ილლალლაჰის პირობები
This subject translated into
Categories
Full Description
ლაა ილაჰე ილლალლაჰის პირობები
شروط لا إله إلا الله
< الجورجية – Georgian- ქართული >
ავტორი: მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნაჯჯიდ
اسم المؤلف: شيخ محمد صالح المنجد
მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე
რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი
ترجمة:نودار (شعبان) داويتادز
مراجعة: ويصل أروجوف
ლაა ილაჰე ილლალლაჰის პირობები
კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ ლაა ილააჰე ილლალლაჰ-ის პირობები
პასუხი: დიდება ალლაგს!
I პირობა: ცოდნა
ცოდნა უვიცობის, უცოდინრობის ანტონიმია, რაც ლაა ილააჰე ილლალლაჰ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნას და ასევე იმ საკითხების ცოდნასაც მოიცავს, რასაც უნდა უარვყოფდეთ ან ვეთანხმებოდეთ, ამ სიტყვების აღიარების შემთხვევაში.
რადგანაც უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
فَاعْلَمْ أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا اللَّهُ وَاسْتَغْفِرْ لِذَنبِكَ وَلِلْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ مُتَقَلَّبَكُمْ وَمَثْوَاكُمْ
„(ეი მუჰამმედ) იცოდ რომ ჭეშმარიტად (ზეცასა და დედამიწაზე თაყვანის ღირსი სხვა)ღვთაება არ არსებობს, გარდა ალლაჰისა. პატიება ითხოვე შენი ცოდვებისთვის, ასევე მორწმუნე კაცებისა და ქალებისთვისაც. ალლჰმა იცის (დღისით) თქვენი სავალი (გზებიც) და (ღამით)თქვენი სადგომიც.“[1]
სხვა აიათში ასე ბრძანებს:
وَلَا يَمْلِكُ الَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِهِ الشَّفَاعَةَ إِلَّا مَن شَهِدَ بِالْحَقِّ وَهُمْ يَعْلَمُونَ
„ვისაც მის[2] გარდა უხმობენ მათ არ ძალუძთ ქომაგობა, გარადა ვინც იციან და დაამოწმეს ჭეშმარიტება.“[3]
ოსმან ბინ აფფანისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:
مَنْ ماَتَ وَهُوَ يَعْلَمُ أَنَّهُ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللهُ دَخَلَ الْجَنَّةَ
„ვინც ალლაჰის გარდა სხვა ღვთაების არ არსებობის ცოდნით გარდაიცვლება ის სამოთხეში შევა.“[4]
II პირობა: უეჭველიობა
ანუ ვინც ამბობს ლაა ილააჰე ილლალლაჰ მას უეჭველად უნდა სჯეროდეს ამ სიტყვების. რადგან ეჭვის ქვეშ მყოფ ცოდნას ფასი არააქვს. როდესაც ცოდნა ეჭვის ქვეშაა, ასეთ ცოდნაზე დაფუძნებული რწმენა როგორი იქნება?
ალლაჰი ამის შესახებ ასე ბრძანებს:
إِنَّمَا الْمُؤْمِنُونَ الَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ ثُمَّ لَمْ يَرْتَابُوا وَجَاهَدُوا بِأَمْوَالِهِمْ وَأَنفُسِهِمْ فِي سَبِيلِ اللَّهِۚ أُولَٰئِكَ هُمُ الصَّادِقُونَ
„ჭეშმარიტად მორწმუნეები არიან ისინი, ვინც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი, შემდეგ არც კი დაეჭვებულან და ალლაჰის გზაზე საკუთარი ქონებითა და სულებით იბრძვიან. აი სწორედ ეგენი არიან (თავიანთი რწმენის) ერთგულნი.“[5]
უზენაესი ალლაჰი ამ აიათში ალლაჰისა და მისი შუამავლის მიმართ რწმენის ერთგულებას უეჭველობის პირობას უყენებს. ვინც ამას ეჭვის ქვეშ აყენებს ის ფარისეველია (მუნაფიყი).
აბუ ჰურეირასგან (რ.ა.) გადმოცემულ ჰადისში ალლაჰის შუამავალი ასე ბრძანებს:
أَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللهُ وَأَنيِّ رَسُولُ اللهِ لاَ يَلْقَى اللهَ بِهِماَ عَبْدٌ غَيْرَ شاَكٍّ فِيهِمَاإِلاَّ دَخَلَ الْجَنَّةَ
„მოწმე ვარ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და მე ალლაჰის შუამავალი ვარ. მსახური რომელსაც ამ ორი რამის მიმართ ეჭვი არ ექნება, ალლაჰი მას აუცილებლად სამოთხეში შეიყვანს.“[6]
კვლავ აბუ ჰურეირასგან (რ.ა.) გადმოცემულ გრძელ ჰადისში ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მას ასე უთხრა:
... مَنْ لَقِيْتَ مِنْ وَرَاءِ هَذَا الْحَائِطِ يَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللَّهُ مُسْتَيْقِنًا بِهَا قَلْبُهُ فَبَشِّرْهُ بِالْجَنَّةِ
„(აბუ ჰურეირა!) ამ კედელს მიღმა ვისაც ნახავ, რომელიც გულით ამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და მას ამაში ეჭვი არ ეპარება. მას სამოთხე ახარე.“[7]
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ლაა ილააჰე ილლალლაჰის მთქმელის სამოთხეში შესვლას უეჭველობის პირობას უყენებს. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დანაპირებიც (სამოთხე) არ შესრულდება.
III პირობა: თანხმობა
ეს გულისხმობს იმ ყველა პირობის მიმართ თანხმობას, რასაც ლაა ილააჰე ილლალლაჰ წინადადება შეიცავს. უზენაესი ალლაჰი თავის წმინდა წიგნში გვამცნობს, რომ წინა უმმეთთაგან ვინც ლაა ილააჰე ილლალლაჰ სიტყვებს დაეთანხმნენ ისინი გადაარჩინა; ხოლო ვინც უარყვეს იგი და მას ზურგი შეაქციეს ისინი დასაჯა.
უზენაესი ალლაჰი ამის შესახებ ასე ბრძანებს:
„(ალლაჰი ანგელოზებს უბრძანებს:) შეკრიბეთ ისინი ვინც უსამართლოობდნენ, (ვინც უარყოფდნენ ალლაჰს), მათი მეუღლეებიც, (რომლებიც მხარს უჭერდნენ მათ) და (ისინიც)ალლაჰის გარდა რასაც ეთაყვანებოდნენ. ამგვარად ისინი ჯოჯოხეთის გზას გაუყენეთ და (იქვე)შეაყოვნეთ ეგენი, რათა (მათ მიერ ნათქვამი თუ ნაქნარი საქმეებისთვის) განიკითხონ. (მათ გაკიცხვით ასე ჰკითხავენ:) რა გემართებათ, რომ ერთმანეთს არ ეხმარებით? პირიქით ისინი დღეს (ალლაჰის ბრძანების წინაშე) ქედმოხრილნი არიან. ზოგიერთი მათგანი ზოგიერთებს კითხვებით მიუბრუნდებიან[8] და ეკითხებიან: „თქვენ (არ იყავით) მარჯვნიდან[9] (ცბიერად რომ)გვიახლოვდებოდით (და ცრუს მართლად გვიხსნიდით?“ ისინიც) უპასუხებენ: „(არა ეგრე არ არის)პირიქით თქვენ არ იყავით მორწმუნეები. (ჩვენ) არც გვქონია თქვენზე არანაირი ზეწოლა, პირიქით ურჩი (ურწმუნო) ხალხი იყავით თქვენ. აი ასე გამართლდა ჩვენი გამჩენის სიტყვა ჩვენზე და ჩვენც უეჭველად ვიგემებთ (ამის სასჯელს. დიახ) ჩვენ გადაგიყვანეთ ზღვარს, ჩვენ მართლაც ზღვარგადასულნი ვიყავით.“ უეჭველად იმ დღეს ისინი სასჯელში თანაბარნი არიან,(როგორც ამ ქვეყნად ცოდვაში იყვნენ თანაბარნი). ჭეშმარიტად ასე ვექცევით ჩვენ ცოდვილებს,(რომლებმაც ამ ქვეყნად ურჩობა არჩიეს მორჩილებას). რადგანაც ყოყოჩობდნენ ეგენი, როდესაც ეტყოდნენ „არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისაო“ და ამბობდნენ: გადარეული მელექსის გამო ჩვენი ღმერთები მივატოვოთო?“[10]
უზენაესი მათი დასჯის მიზეზად მათ ქედმაღლობას, ალლაჰის უარყოფასა და შუამავალის ცრუდ მიჩნევას გვამცნობს. 'ისინი ლაა ილააჰე ილლალლაჰ' წინადადებით ბათილად გამოცხადებულ, რამეებს ანუ ალლაჰის გარდა ყოველგვარ სათაყვანო ღვთაებებს არ უარყოფდნენ და არც ამოწმებნე იმას რასაც ეს სიტყვები ამოწმებდა, ანუ ერთადერთ ალლაჰს არ ამოწმებდნენ. პირიქით ისინი უარყოფდნენ, ქედმაღლობდნენ და ასე ამბობდნენ:
أَجَعَلَ الْآلِهَةَ إِلَٰهًا وَاحِدًاۖ إِنَّ هَٰذَا لَشَيْءٌ عُجَابٌ وَانطَلَقَ الْمَلَأُ مِنْهُمْ أَنِ امْشُوا وَاصْبِرُوا عَلَىٰ آلِهَتِكُمْۖ إِنَّ هَٰذَا لَشَيْءٌ يُرَادُ مَا سَمِعْنَا بِهَٰذَا فِي الْمِلَّةِ الْآخِرَةِ إِنْ هَٰذَا إِلَّا اخْتِلَاقٌ
„ნუთუ (მუჰამმეს ამდენი) ღმერთები ერთ ღმერთზე ჩამოყავს? ეს ნამდვილად გასაკვირი რამეა. მათ შორის დიდებულებმა წამოიჭრნენ (და თქვეს:) წადით და მოთმინებით (ეთაყვანეთ)თქვენს ღმერთებს. ჭეშმარიტად ეს სასურველი რამეა. (ამის შესახებ ჩვენ) არაფერი გვსმენია უკანასკნელი ხალხის (სჯულში) ეს მხოლო მონაგონიაო.“[11]
უზენაესმა ალლაჰმა უარყო და გააბათილა მათი ნათქვამი:
بَلْ جَاءَ بِالْحَقِّ وَصَدَّقَ الْمُرْسَلِينَ
„(ისინი ამბობენ, რომ მუჰამმედი გადარეული მელექსეა) არა და (იგი) ჭეშმარიტებით,(ყურანითა და თავჰიდით) მოვიდა და (თან) შუამავლებიც დაადასტურა.“[12]
შემდეგ ალლაჰი ასე ამბობს მათ შესახებ, ვინც ლაა ილააჰე ილლალლაჰ სიტყვები აღიარა:
إِلَّا عِبَادَ اللَّهِ الْمُخْلَصِينَ أُولَٰئِكَ لَهُمْ رِزْقٌ مَّعْلُومٌ فَوَاكِهُۖ وَهُم مُّكْرَمُونَ فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ عَلَىٰ سُرُرٍ مُّتَقَابِلِينَ
„(იმ მწარე სასჯელისგან) გამონაკლისი მხოლო ალლაჰის გულწრფელი მსახურნი არიან. აი სწორედ მათთვისაა (სამოთხეში) ცნობილი სარჩო. (ისინი ალლაჰის) ძღვენით სავსე სამოთხეში ტახტებზე ერთმანეთის მოპირდაპირედ (სხედან და უთვალავი) ხილეულია მათთვის მიძღვნილი.“[13]
აბუ მუსა ალ-აშ'არიისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე ბრძანა:
إِنَّ مَثَلَ مَا بَعَثَنِيَ اللهُ بِهِ عَزَّ وَ جَلَّ مِنَ الْهُدى وَ الْعِلْمِ كَمَثَلِ غَيْثٍ أَصَابَ أَرْضًا فَكَانَتْ مِنْهَا طَائِفَةٌ قَبِلَت الْمَاءَ فَأَنْبَتَتْ الْكَلَأَ وَ الْعُثْبَ الْكَثِيرَ وَ كَانَ مِنْهَا أَجَادِبُ أَمْسَكَتْ الْمَاءَ فَنَفَعَ اللهُ بِهَا النَّاسَ فَشَرِبُوا مِنْهَا وَ سَقَوْا وَ رَعَوْا وَ أَصَابَ طَائِفَةً مِنْهَا أُخْرَى إِنَّمَا هِيَ قِيعَانٌ لَا تُمْسِكُ مَاءً وَ لَا تُنْبِتُ كَلَأً فَذَلِكَ مَثَلُ مَنْ فَقُهَ فِي دِينِ اللهِ وَ نَفَعَهُ بِمَا بَعَثَنِيَ اللهُ بِهِ فَعَلِمَ وَ عَلَّمَ وَ مَثَلُ مَنْ لَمْ يَرْفَعْ بِذَلِكَ بِذَلِكَ رَأْسًا وَلَمْ يَقْبَلْ هُدَى اللهِ الَّذِي أُرْسِلْتُ بِهِ.
„ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად გამოგზავნილი სწორი გზა და ცოდნა უხვ წვიმას ჰგავს. არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც წვიმის წყალს შეიწოვებს და უხვ მოსავალს იძლევა. არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც უნაყოფოა, წვიმის წყალს არ შეიწოვებს და ზედაპირზე რჩება წყალი. ალლაჰი ამ წყლით ხალხს ასარგებლებს. ზოგს თვითონ სვამენ, ზოგით მინდვრებს რწყავენ და ზოგსაც პირუტყვს ასმევენ. ასევე არსებობს მიწის სხვა ნაკვეთი რომელიც არც წყალს ინახავს და არც მოსავალიანია. აი ასეთ მაგალითს წარმოადგენენ ისინი, ვინც ალლაჰის რჯულში ჩახედულია და ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად გამოგზავნილ სწორი გზითა და ცოდნით სარგებლობს, თან სწავლობს, თან სხვასაც ასწავლის და ვინც ეწინააღმდეგება ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად გამოგზავნილ სწორ გზას, ყურს არ უგდებს და არ ეთანხმება მას.“[14]
IV პირობა: ქედის მოხრა
ქედის მოხრა ლაა ილააჰე ილლალლაჰ წინადადებით მოწოდებულ რამეებზე მორჩილებით (მხოლოდ ალლაჰზე თაყვანის ცემა, მისი კანონების წინაშე ქედის მოხრა) და ამავე სიტყვებით აკრძალულისგან შორს დგომით განხორცილედება.
რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
وَمَن يُسْلِمْ وَجْهَهُ إِلَى اللَّهِ وَهُوَ مُحْسِنٌ فَقَدِ اسْتَمْسَكَ بِالْعُرْوَةِ الْوُثْقَىٰۗ وَإِلَى اللَّهِ عَاقِبَةُ الْأُمُورِ
„ვინც საკუთარი სახე[15] ალლაჰს ჩააბარა და კეთილის მქმნელია, უეჭველად იგი მტკიცე რგოლს ჩაეჭიდა და ყოველი საქმის შედეგი ალლაჰთანაა.“[16]
ვინც ალლაჰის ბრძანებების მორჩილი არ არის და ქედს არ იხრის, მის წინაშე ის მუვაჰჰიდი (ერთი ღმერთის მადიდებელი) ვერ იქნება. ის ვეერც მტკიცე რგოლს (ლაა ილააჰე ილლალლაჰს) ვერ ჩაეჭიდება. ეს ალლაჰის ამ აიათშია ნაგულისხმევი:
وَمَن كَفَرَ فَلَا يَحْزُنكَ كُفْرُهُۚ إِلَيْنَا مَرْجِعُهُمْ فَنُنَبِّئُهُم بِمَا عَمِلُواۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ
„(შუამავალო!) ვინც უარყოფს, ნუ დაგამწუხრებს მისი ურწმუნოება. (რადგანაც შენ პირნათლა შეასრულე შენი საქმე. განკითხვის ღეს უეჭველად) ჩვენსკენაა მათი მოსაქციელი და ვუამბობთ (დედამიწაზე) თავიანთ (ყველა) ნამოქმედარს. ჭეშმარიტად ალლაჰმა იცის, ის რაც(მათ) გულებშია.“[17]
შუამავალიც (ს.ა.ს.) ასე ბრძანებს ამის შესახებ:
لاَ يُؤْمِن أَحَدكُمْ حَتَّى يَكُونَ هَوَاهُ تَبَعًا لِمَا جِئْت بِهِ
„არცერთი თქვენგანი მორწმუნედ არ ჩაითვლება, სანამ საკუთარ გემოვნებასა და სურვილებს არ დაუმორჩილებს იმას, რითაც მოვედი (ყურანი და სუნნეთი).“[18]
V პირობა: სიმართლე
სიმართლე სიცრუილს ანტონიმია. როდესაც კაცი ლაა ილააჰე ილალლაჰ-ს ამბობს მისი ენა გულს უნდა უსმენდეს და გული ენას, ორივეს ურთიერთ თანხმობით უნდა წარმოთქვამდეს ამ სიტყვებს.
რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
أَحَسِبَ النَّاسُ أَن يُتْرَكُوا أَن يَقُولُوا آمَنَّا وَهُمْ لَا يُفْتَنُونَ وَلَقَدْ فَتَنَّا الَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ&ნბსპ;ۖ فَلَيَعْلَمَنَّ اللَّهُ الَّذِينَ صَدَقُوا وَلَيَعْلَمَنَّ الْكَاذِبِينَ
„ხალხს ეგონათ, რომ „ვირწმუნეთო“ იტყოდნენ და გამოცდის გარეშე გათავისუფლდებოდნენ? ჭეშმარიტად ჩვენ (ფითნეებით) გამოვცადეთ ისინი, ვინც მათ წინ იყვნენ. და ალლაჰი გამოამჟღავნებს მათ ვინც გულწრფელნი არიან (თავიანთ რწმენაში) და გამოამჟღავნებს მათაც ვინც ცრუნი არიან (თავიანთ რწმენაში).“[19]
ვინც ლაა ილააჰე ილლალლაჰ სიტყვებს გულით არ ამბობს, ალლაჰი მათ შესახებ ასე ბრძანებს:
وَمِنَ النَّاسِ مَن يَقُولُ آمَنَّا بِاللَّهِ وَبِالْيَوْمِ الْآخِرِ وَمَا هُم بِمُؤْمِنِينَ يُخَادِعُونَ اللَّهَ وَالَّذِينَ آمَنُوا وَمَا يَخْدَعُونَ إِلَّا أَنفُسَهُمْ وَمَا يَشْعُرُونَ فِي قُلُوبِهِم مَّرَضٌ فَزَادَهُمُ اللَّهُ مَرَضًاۖ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ بِمَا كَانُوا يَكْذِبُونَ
„ხალში არიან ისეთებიც ვინც ამბობენ: „ვირწმუნე ალლაჰი და დღე უკანასკნელიო“, თუმცა (სინამდვილეში) ეგენი არ არიან მორწმუნეები. ცდილობენ მოატყუონ ალლაჰი და ისინი ვინც ირწმუნეს. ვერ ხვდებიან, რომ ვერავის მოატყუებენ გარდა საკუთარი თავისა. სნეულებაა მათ გულებში და (კიდევ უფრო) მოუმატებს ალლაჰი მათ სნეულებას. თავიანთი სიცრუის გამო მწარე სასჯელია მათთვის.“[20]
მუაზ ბინ ჯებელისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე ბრძანა:
ماَ مِنْ أَحَدٍ يَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللهُ ، وَأَنَّ مُحَمَّداً عَبْدُهُ وَرَسُولُهُ صِدْقاً مِنْ قَلْبِهِ إِلاَّ حَرَّمَهُ اللهُ عَلىَ النَّارِ
„არავინაა ისეთი, ვინც გულწრფელად დაამოწმოს, რომ „არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მუჰამმედი კი მისი მსახური და შუამავალია.“ და ალლაჰმა მისთვის ცეცხლში (შესვლა) არ აკრძალოს.“[21]
VI პირობა: გულწრფელობა:
ეს საქმეების შირქისგან გაწმენდასა და გასუფთავებას გულისხმობს.
რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
أَلَا لِلَّهِ الدِّينُ الْخَالِصُ
„განა ალლაჰს არ ეკუთვნის (შირქისა და ურჩობისგან შორს მყოფი), ხალისი რწმენა?“[22]
ალლაჰი კიდე სხვა აიათში ასე ბრძანებს:
قُلِ اللَّهَ أَعْبُدُ مُخْلِصًا لَّهُ دِينِي
„უთხარი: მე მხოლოდ ალლაჰს ვეთაყვანები, ხალასი (გულწრფელი) რწმენით.“[23]
აბუ ჰურეირასგან გადმოცემის (რ.ა.) მიხედვით ალლაჰის შუამავალიც (ს.ა.ს.) იგივეს ბრძანებს:
أَسْعَدُ النَّاسِ بِشَفاَعَتيِ مَنْ قاَلَ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللهُ خاَلِصاً مِنْ قَلْبِهِ أَوْ نَفْسِهِ
„განკითხვის ღეს ადამიანთაგან ჩემი ქომაგობით ყველაზე ბედნიერი კაცი ის იქნება, ვინც სულითა და გულით ხალასად თქვა: არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა.“[24]
VII პირობა: სიყვარული
ეს გულისხმობს მათი ისყვარულს, ვინც აღიარა ეს სიტყვები, ამ სიტყვებით ნაგულისხმევ ყველა პირობას ასრულებს, ხოლო ვინც უარყო და განუდგა ამ სიტყვებს მათგან შროს დგომას.
რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
وَمِنَ النَّاسِ مَن يَتَّخِذُ مِن دُونِ اللَّهِ أَندَادًا يُحِبُّونَهُمْ كَحُبِّ اللَّهِۖ وَالَّذِينَ آمَنُوا أَشَدُّ حُبًّا لِّلَّهِ
“ხალხში არიან ისეთებიც, ვინც ალლაჰის გარდა სხვა თანაღმერთები აიყვანეს. ისე უყვართ ისინი, როგორც ალლაჰი უნდა უყვარდეთ. ხოლო მათ ვინც ირწმუნეს უფრო ძლიერ უყვართ ალლაჰი. ნეტავ (აქვე) დაენახათ ცოდვილებს, რომ ალლაჰისაა მთელი ძალა უფლება, როგორც სასჯელის მიღებისას დაინახევენ. უეჭველად ალლაჰი მძიმე სასჯელის მქონეა.“[25]
უზენაესი ალლაჰი გვამცნობს, რომ მორწმუნეთა ალლაჰის მიმართ სიყვარული სხვების სიყვარულზე უფრო ძლიერია. რადგან მორწმუნეები ისე არ მოიქცევიან, როგორც იქცევიან მუშრიქები, ისინი ამბობენ გვიყვარს ალლაჰიო თუმცა მასთან ერთად სხვა თანაღმერთებსაც იჩენენ და ისინიც ისე უყვართ როგორც ალლაჰი. მორწმუნეები კი ალლაჰს არავის და არაფერს გაუტოლებენ სიყვარულში.
ენეს ბინ მალიქისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასე ბრძანებს:
لاَ يُؤْمِنُ أَحَدُكُمْ حَتَّى أَكُونَ أَحَبَّ إِلَيْهِ مِنْ وَالِدِهِ وَوَلَدِهِ وَالنَّاسِ أَجْمَعِينَ
„რომელიმე თქვენგანი მორწმუნე ვერ იქნება სანამ მე მისთვის მშობლებზე, შვილებზე და მთელ კაცობრიობაზე უფრო საყვარელი არ ვიქნები.“[26]
ალლაჰმა უკეთესად იცის.
ალლაჰმა დალოცოს და სიმშვიდე მიანიჭოს მუჰამმედ შუამავალს!
[1] მუჰამმედ, 47/19-ე აიათი.
[2] ალლაჰის.
[3] ზუჰრუფ, 43/86-ე აიათი.
[4] მუსლიმი.
[5] ჰუჯურათ, 49/15-ე აიათი.
[6] მუსლიმი.
[7] მუსლიმი.
[8] ერთმანეთს დაადანაშაულებენ.
[9] მარჯვენა ყოველთვის კარგ, კეთილსა და მართალთან ასოცირდება. აიათში ნაგულისხმევია მათი ცბიერება, როდესაც ისინი თავიანთი ოინებით ცრუს უხსნიდნენ ისე, როგორც მართალი.
[10] საფფათ, 37/22-36 აიათები.
[11] სად, 38/5-6-7 აიათები.
[12] საფფათ, 37/37-ე აიათი.
[13] საფფათ, 37/40*44 იათები.
[14] ბუხარი, 'ილიმ, 20; მუსლიმი, ფედაილ, 15.
[15] საკუთარი მე, მთელი მისი არსება.
[16] ლუყმან, 31/22-ე აიათი.
[17] ლუყმან, 31/23-ე აიათი.
[18] იბნი ჰაჯერ, ფეთჰუ'ლ-ბაარიი, XIII, 289, იბნი რეჯებ ალ-ჰანბელი, ჯამი'უ'ლ-'ულიმი ვე'ლ-ჰიქემ, გვ. 338; იბნი ები 'ასიმ, ეს-სუნნე, I, 12-13; იბნი დაქიქი'ლ'იდ, შერჰუ'ლ-ერბა'ინ, გვ. 104.
[19] 'ანქებუთ, 29/2-3 აიათები.
[20] ბაყარა, 2/8-9-10 აიათები.
[21] ბუხარი და მუსლიმი.
[22] ზუმერ, 39/3-ე აიათი.
[23] ზუმერ, 39/14-ე აიათი.
[24] ბუხარი.
[25] ბაყარა, 2/165-ე აიათი.
[26] ბუხარი და მუსლიმი.