ქაფირებზე მათი დღესასწაულის მილოცვის ჰუქმი
This subject translated into
Categories
Full Description
ქაფირებზე მათი დღესასწაულის მილოცვის ჰუქმი
حكم تهنئة الكفار بأعيادهم
< الجورجية – Georgian- ქართული >
მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნაჯჯიდ
شيخ محمد صالح المنجد
მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე
რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი
ترجمة:نودار (شعبان) داويتادز
مراجعة: فيصل أروجوف
ქაფირებზე მათი დღესასწაულის მილოცვის ჰუქმი
კითხვა: დღესასწაულის გამო ქაფირებზე მილოცვის შესახებ რას გვეტყვით?
პასუხი: დიდება ალლაჰს!
შობის ან სხვა დღესასწაულების ქაფირებზე მილოცვა სწავლულთა სრული თანხმობით ჰარამია. იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი (რჰ.ა.) „მუსლიმთა მფარველობის ქვეშ მყოფი არამუსლიმების შესახებ დადგენილებები“ სახელობის ნაშრომში ასე ამბობს:
„იმ დღესასწაულების მილოცვა, რომლებიც ქუფრის სიმბოლოებს წარმოადგენს, სწავლულთა სრული თანხმობით ჰარამია.
მაგალითად: ვინმემ რომ მათი დღესასწაული ან მარსვის დაწყება მიულოცოს და უთხრას: 'გილოცავთ', 'დალოცვილი ყოფილიყავით' ან 'მრავალს დაესწარით' და მსგავსის თქმა.
ამის მთქმელი ქუფრს რომც გადაურჩეს, მის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები ჰარამია. ამგვარი საქციელი; ქაფირის ჯვარზე თაყვანისცემის სიხარულით მილოცვის ტოლფასია. უფრო მეტიც, ამგვარი საქმე ალლაჰის წინაშე ღვინის მსმელის, კაცის მკვლელის და მრუშის დალოცვაზე უფრო დიდი ცოდვაა. ბევრი ვინმე, ვინც რწმენას სათანადო ყყურადღებას არ აქცევს, ვერ აცნობიერებენ თუ რაოდენ ცუდ საქციელს ჩადიან. ვინც კაცს ცოდვის ჩადენის, ბიდათის ან ქუფრის გამო დალოცავს, უეჭველად ის ალლაჰის სასჯელსა და რისხვას დაიმსახურებს.“
მათი რელიგიური დღესასწაულლების მილოცვა ჰარამია, იგივე აზრზე დგას იბნი ყაიიმ ალ-ჯევზიიც (რჰ.ა.), რადგანაც თვითონ შეიძლება კმაყოფილი არ იყოს ამ ქუფრით, თუმცა მისი საქციელი გამოხატავს თანხმობას ამ ქუფრის მიმართ, რითაც ცდილობს მათი გულის მოგებას. მუსლიმისთვის ქაფირთა სიმბოლოებზე კმაყოფილების გამოხატვა და მათი მილოცვა ჰარამია. რადგან ალლაჰი ამ საქციელით არასდროს არ იქნება კმაყოფილი.
უზენაესი ალლაჰი ამ თემაზე ასე ბრძანებს:
إِن تَكْفُرُوا فَإِنَّ اللَّهَ غَنِيٌّ عَنكُمْ ۖ وَلَا يَرْضَىٰ لِعِبَادِهِ الْكُفْرَ ۖ وَإِن تَشْكُرُوا يَرْضَهُ لَكُمْ
„(ჰოი ადამიანებო!) თუ ურწმუნოებას იქმთ (თქვენი უფლისას, მას არ ირწმუნებთ და მის შუამავალს არ მიჰყვებით), ჭეშმარიტად ალლაჰი უთქვენოდაც მდიდარია (ის თქვენგან დამოუკიდებელია, თქვენ მას არ ჭირდებით; მაგრამ თქვენ მასზე ხართ დამოკიდებულნი, თქვენ ის გჭირდებათ) და არაა იგი კმაყოფილი თავისი მსახურთა ურწმუნოობით. თუ კი მდალობას აღავლენთ (თქვენზე ბოძებული სარჩოსა და სიკეთეების გამო, მაშინ) კმაყოფილი იქნება იგი თქვენგან“[1]
უზენაესი ალლაჰი კიდე ასე ბრძანებს:
الْيَوْمَ أَكْمَلْتُ لَكُمْ دِينَكُمْ وَأَتْمَمْتُ عَلَيْكُمْ نِعْمَتِي وَرَضِيتُ لَكُمُ الْإِسْلَامَ دِينًا
„დღეს სრულვყავი თქვენი რჯული, და (თქვენი წარმართობის სიბნელიდან ისლამის ნათელზე გამოყვანით) დავასრულე თქვენზე ჩმეი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულზე ვარ კმაყოფილი.“[2]
თუნდ თანამშრომელი იყოს და თუნდ სხვა ვინმე, თავიანთი დღესასწაულების გამო ქაფირის დალოცვა ჰარამია.
ქაფირებმა მათი დღესასწაულები რომც მოგვილოცონ, ჩვენ მათ პასუხიც არ უნდა გავცეთ. რადგან ეს დღესასწაულები ჩვენი დღესასწაულები არ არის. ეს დღესასწაულები, ის დღესასწაულები არ არის, რომლებზეც ალლაჰი კმაყოფილია. ეს დღესასწაულები მათ რჯულში ან შემდგომ გამოგონილი (ბიდათი) დღესასწაულებია, ან დასაწყისში დასაშვები, მაგრამ შემდგომ, როდესაც ალლაჰმა მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) მთელ კაცობრიობას შუამავად წარმოუგზავნა ამის შემდეგ გაუქმებული დღესასწაულებია.
უზენაესი ალლაჰი მათ შესახებ ასე ბრძანებს:
وَمَن يَبْتَغِ غَيْرَ الْإِسْلَامِ دِينًا فَلَن يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِين
„და ვინც ეძიოს ისლამის გარდა სხვა რჯული, არ მიიღება მისგან და ის განკითხვის დღეს წაგებულთაგან იქნება.“[3]
მუსლიამისთვის ჰარამია ასევე ამ მიზნით მათ მიპატიჯებაზე დასწრებაც. რადგან მათ მიპატიჟებაზე წასვლა ამ დღესასწაულის მათთან ერთად აღნიშვნას მოითხოვს, რაც დღესასწაულის მილოცვაზე უფრო დიდი ცოდვაა.
იგივენაირად მუსლიმებისთვის ჰარამი იქნება, თუ ისინი ამ მიზნით მათ დაემსგავსებიან, სამზადისში შევლენ, საჩუქრებს აჩუქებენ, საჭმელებს მოამზადებენ, მოიპატიჟებენ ან საკუთარ საქმეს მოწყდებიან.
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასე ბრძანებს:
(( مَنْ تَشَبَّهَ بِقَوْمٍ فَهُوَ مِنْهُمْ.)) [ رواه أبو داود وأحمد ]
„ვინც, რომელიმე ხალხს დაემსგავსება ის ერთ-ერთıმათგანია.“[4] (ვინც, მათ მსგავსად ჩაიცვას, მათი გზით იაროს და მათი მსგავსი საქმეები აკეთოს, ცოდვებში და მადლში მათთან ერთადაა.)
შეიხულ ისლამ იბნი თეიმიე (რჰ.ა.) ასე ამბობს:
„ზოგიერთ დღესასწაულებში ქაფირებზე დამსგავსება, მათი ბათილი რწმენის გამო მათ გახარებას მოითხოვს. შესაძლოა მათ ამით ხელსაყრელი მომენტი იხელთონ და სუსტი რწმენის ვინმეების მოტყუებას გაუღოს კარი.“[5]
ვინც ამას იზამს, თუნდ მათი გულის მოსაგებად, თუნდ მათგან რამე სარგებლის მოლოდინით და თუნდ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ეს ადამიანი ცოდვილია. რადგან ეს ალლაჰის რჯულში პირფერობაა, ქაფირების გულების გამხნევაებაა და ეს საშუალებას აძლევს, რომ მათი რწმენით იამაყონ.
ალლაჰისგან მუსლიმანების თავიანთ რწმენაში გაძლიერებას, მისი რჯულის გავრცელებას და მტრების წინაშე მათ გამარჯვებას ვითხოვ. ჭეშმარიტად ის უძლეველი და უზენაესია.[6]
[1] ზუმერ, 39/7.
[2] მაიდე, 5/3.
[3] ალი იმრან, 3/85.
[4] იმამ აჰმედ, 2/50. აბუ დავუდ, 4/314. იბნი თეიმიე, "იყთიდაუ ს-სირატი-ლ-მუსთაყიმ"; ტ: 1, გვ: 279-ში ჰადისის სენედი კარგიაო ამბობს. სუიუტიც "ალ-ჯამიუ'ს-საღირ", 5893-ში აღნიშნულია, რომ ეს ჰადისი ჰასენია.
[5] იყთიდაუ ს-სირატი'ლ-მუსთაყიმ.
[6] მეჯმუ'უ ფეთავა ვე რასაილი,'შ-შეიხ იბნ-ი 'უსეიმინ; ტ: 3, გვ: 369.