მონანიების შემდეგ იგივე ცოდვის გამეორება
Categories
Full Description
მონანიების შემდეგ იგივე ცოდვის გამეორება
تكرار المعصية
< الجورجية – Georgian- ქართული >
ავტორი: მუჰამმედ სალიჰ ალ-მუნაჯჯიდ
اسم المؤلف: شيخ محمد صالح المنجد
მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე
რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი
ترجمة:نودار (شعبان) داويتادز
مراجعة: ويصل أروجوف
მონანიების შემდეგ იგივე ცოდვის გამეორება
კითხვა: რას გვეტყვით პიროვნების შესახებ, რომელიც ერთიდაიგივე ცოდვას რამდენიმეჯერ იმეორებს?
პაუსიხ: ალჰამდულილლა!
უპირველესად:
ვინც ერთიდაიგივე ცოდვას რამდნიმეჯერ იმეორებს, ასეთი ცოდვა ყოველთვის პატიებადია, თუკი ამ ცოდვას თან ახლავს სინანული. და ეს სინანული ყველა ჯერზე უნდა იყოს გულწრფელი. მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმეჯერ ერთიდაიგივე ცოდვაზე მონანიება მიღებულია, არის ხალხი, რომლებმაც აბუ ბექირის (რ.ა.) დროს მიატოვეს ისლამი. აბუ ბექირმა ისინი კვლავ დააბრუნა ისლამზე და მათგან იყაბულა მსგავსი საქციელი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი იყვნენ ურწმუნოები და შემდგომ მიიღეს ისლამი, შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ ქუფრს და შემდეგ ისევ მიიღეს ისლამი. ყველა საჰაბემ დაეთანხმა მათ მონანიებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მურთედები გახდნენ. ეს იმაზე უფრო უარესია, ვიდრე ის, რასაც აკეთებს ცოდვილი მუსლიმი, ან ცოდვილი მუსლიმის სინანულის ყაბულობა, ვიდრე ქაფირისგან რამდენიმეჯერ მონანიების მიღება.
თუმცა ამას ვამბობ ერთი პირობით, რომ თუ ერთგულებითა და გულწრფელობით მოინანიებს და ეს სინანული არ იქნება უბრალოდ წარმოთქმული სიტყვები.
თუმცა ჩვენს სიტყვას ისე ნუ გაიგებთ, რომ ჩვენ ვაქეზებთ ცოდვილებს, რომ კვლავ ჩაიდინონ იგი, ალლაჰის მოწყალება და ალლაჰის წინაშე სინანული ცოდვების თავისუფლად ჩადენის საბაბად აქციონ. არა, ჩვენ ამ სიტყვებით ცოდვილებს კვლავ და კვლავ მონანიებისკენ მოვუწოდებთ, ჩვენ ამ სიტყვებით ვცდილობთ დავაჯერო მუსლიმის გული, რომელსაც კვლავ ალლაჰთან დაბრუნება სურს და მას ვეუბნებით, რომ: წყალობის კარი ყოველთვის ღიაა, მისი მპატიებლობა უფრო დიდია ვიდრე შენი ცოდვები, ალლაჰის წყალობისგან იმედს ნუ მოიკვეთ და მას დაუბრუნდი.
ბუხარი და მუსლიმი ასეთ ჰადისს გადმოგვცემს:
عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ عَنْ النَّبِيِّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِيمَا يَحْكِي عَنْ رَبِّهِ عَزَّ وَجَلَّ قَالَ : أَذْنَبَ عَبْدٌ ذَنْبًا ، فَقَالَ : اللَّهُمَّ اغْفِرْ لِي ذَنْبِي . فَقَالَ تَبَارَكَ وَتَعَالَى : أَذْنَبَ عَبْدِي ذَنْبًا فَعَلِمَ أَنَّ لَهُ رَبًّا يَغْفِرُ الذَّنْبَ وَيَأْخُذُ بِالذَّنْبِ ، غَفَرْتُ لِعَبْدِي ، ثُمَّ عَادَ فَأَذْنَبَ فَقَالَ : أَيْ رَبِّ اغْفِرْ لِي ذَنْبِي . فَقَالَ تَبَارَكَ وَتَعَالَى : عَبْدِي أَذْنَبَ ذَنْبًا فَعَلِمَ أَنَّ لَهُ رَبًّا يَغْفِرُ الذَّنْبَ وَيَأْخُذُ بِالذَّنْبِ ، غَفَرْتُ لِعَبْدِي . ثُمَّ عَادَ فَأَذْنَبَ فَقَالَ أَيْ رَبِّ اغْفِرْ لِي ذَنْبِي فَقَالَ تَبَارَكَ وَتَعَالَى أَذْنَبَ عَبْدِي ذَنْبًا فَعَلِمَ أَنَّ لَهُ رَبًّا يَغْفِرُ الذَّنْبَ وَيَأْخُذُ بِالذَّنْبِ قَدْ غَفَرْتُ لِعَبْدِي .
აბუ ჰურეირა (რ.ა.) ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.ს.) გადმოგვცემს, რომელიც მან (შუამავალმა) თავისი გამჩენი უზენაესი ალლაჰისგან გადმოსცა. იგი (ალლაჰი) ბრძანებს:
„ადამიანი ცოდვას ჩაიდენს და იტყვის:
ღმერთო ჩემო მე ცოდვა ჩავიდინე და მაპატიეო. უზენაესი ალლაჰიც,
ჩემმა მსახურმა ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და მიხვდა რომ, მისი გამჩენი ცოდვების მპატიებელია და ასევე ამ ცოდვების გამო მას პასუხს მოსთხოვს, მეც ვპატიობ ჩემს მსახურსო ბრძანებს. შემდეგ კვლავ დაუბრუნდა იგივე ცოდვას და შესცოდა, და შეევედრა:
ღმერთო ჩემო მაპატიე ჩემი ცოდვებიო. უზენაესი ალლაჰიც,
ჩემმა მსახურმა ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და მიხვდა რომ, მისი გამჩენი ცოდვების მპატიებელია და ასევე ამ ცოდვების გამო მას პასუხს მოსთხოვს, მეც ვპატიობ ჩემს მსახურსო ბრძანებს. შემდეგ კვლავ დაუბრუნდა იგივე ცოდვას და შესცოდა, და შეევედრა:
ღმერთო ჩემო მაპატიე ჩემი ცოდვებიო. უზენაესი ალლაჰიც,
ჩემმა მსახურმა ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და მიხვდა რომ, მისი გამჩენი ცოდვების მპატიებელია და ასევე ამ ცოდვების გამო მას პასუხს მოსთხოვს, მეც ვპატიობ ჩემს მსახურსო ბრძანებს.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 7507; მუსლიმ, ჰ.ნ. 2778.)
ჰაფიზი იბნი რეჯებ ალ-ჰანბელი თავის ნაშრომში „ჯამი’ულ-ულუმ ველ-ჰიქემ“-ში ამბობს:
იბნი ები დუნიას მეშვეობით ალისგან (რ.ა.) ასეთი სიტყვებია გადმოცემული:
خياركم كل مفتن تواب
„თქვენს შორის ყველაზე ხეირიანი ისაა, ვინც მონანიების გამოცდას გადაეყარა. (ანუ, როდესაც ამქვეყნიური რამეებით გამოცდის წინაშე დარჩა და სულმა სძლია, ყოველთვის ნანობს თავის საქციელს)“ იქ მყოფებმა იკითხეს:
-კვლავ იგივეს რომ დაუბრინდეს? მან ასე უპასუხა:
-ალლაჰის წინაშე მოინანიებს და მას პატიებას სთხოვსო. მათ ისევ იკითხეს:
-კვლავ იგივეს რომ დაუბრინდეს? მან ასე უპასუხა:
-ალლაჰის წინაშე მოინანიებს და მას პატიებას სთხოვსო. მათ ისევ იკითხეს:
-კვლავ იგივეს რომ დაუბრინდეს? მან ასე უპასუხა:
-ალლაჰის წინაშე მოინანიებს და მას პატიებას სთხოვსო. მათ ისევ იკითხეს:
-როდემდე გაგრძელდება ასე? მან ასე უპასუხა:
-მანამ, სანამ სატანა არ დაიღლება და მისი ცდუნების იმედს არ დაკარგავს.“
იბნი მაჯე, იბნი მესუდისგან (რ.ა.) მერფუ ხარისხის ჰადისს გადმოგვცემს:
التائب من الذنب كمن لا ذنب له
„ცოდვების მომნანიებელი იმის მსგავსია, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია.“ (ალბანი საჰიჰი იბნი მაჯე-ში დასძენს, რომ ეს ჰადისი ჰასენია. ჰ.ნ. 3427.)
ჰასან ალ-ბასრის (რჰ.ა.) ჰკითხეს:
„ნუთუ თავისი უფლისგან არ სცხვენია რომელიმე ჩვენგანს, რომელიც სცოდავს და შემდეგ პატიებას ითხოვს; შემდეგ ისევ სცოდავს და ისევ პატიებას ითხოვს; შემდეგ ისევ უბრუნდება იმ ცოდვას? ჰასან ალ-ბასრიმ ასე უპასუხა:
სატანის მიზანიც სწორედ ეგ არის, რომ ასეთი ფიქრებით ადამიანი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. არავითარ შემთხვევაში მონანიებაზე და პატიების თხოვნაზე ხელი არ ჩაიქნიოთ!“
ასევე ჰასან ალ-ბასრისგან (რჰ.ა.) არი გადმოცემული, რომ მას უთქვამს:
„ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნეთა ზნეობიდანაა. (ანუ მორწმუნე როგორც კი შეცდება, მაშინვე მოინანიებს)“
ომარ ბინ აბულაზიზმა თავის ხუტბაზე ხალხს ასე მიმართა:
„ხალხნო! ვინც ცოდვა ჩაიდინოს, ალლაჰს პატიება სთხოვოს და მოინანიოს. თუ ისევ დაუბრუნდება ცოდვას, ისევ პატიება სთხოვოს ალლაჰს და მოინანიოს. თუ ისევ დაუბრუნდება ცოდვას, ისევ პატიება სთხოვოს ალლაჰს და მოინანიოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცოდვები ადამიანის კისერზეა ჩამოკიდებული. უეჭველად, დაჟინებით ერთიდაიგივე ცოდვების გამეორება დამღუპველია.“
აქედან ვხდებით, რომ ადამიანი აუცილებლად ჩაიდენს ცოდვას, რომელიც დაწერილია მისთვის, როგორც ბრძანებს ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.):
كُتب على ابن آدم حظه من الزنا فهو مدرك ذلك لا محالة
„დაწერილია ადამის მოდგმაზე მრუშობისგან მცირეოდენი მაინც, რომელსაც აუცილებლად ჩაიდენს.“ (მუსლიმი, ჰ.ნ. 2657.)
თუმცა უზენაესმა ალლაჰმა თავის მსახურს ცოდვებისგან თავდასაღწევი საშუალებებიც დაუდგინა. ეს არის მონანიება და პატიების თხოვნა; ამგვარად ის მათ ცოდვებს წაშლის და გააუქმებს. ცოდვის ჩამდენს ყოველთვის აქვს იმის შაშუალება, რომ თავი დააღწიოს ამ ცოდვის სიავეს. მაგრამ ის თუ ამ ცოდვების ჩადენას დაჟინებით გააგრძელებს, დაიღუპება.[1]
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
[1] ჯამი’ულ-ულუმ ველ-ჰიქემ, ტ. გვ, 164-165.)