ისლამი სამყაროთა ღმერთის რელიგიაა
This subject translated into
- ไทย - Thai
- অসমীয়া - Assamese
- فارسی دری - Unnamed
- Русский - Russian
- Kinyarwanda - Kinyarwanda
- svenska - Swedish
- Tiếng Việt - Vietnamese
- العربية - Arabic
- Bahasa Indonesia - Indonesian
- አማርኛ - Amharic
- Pulaar - Fula
- Èdè Yorùbá - Yoruba
- हिन्दी - Hindi
- ગુજરાતી - Unnamed
- Wikang Tagalog - Tagalog
- español - Spanish
- English - English
- සිංහල - Sinhala
- اردو - Urdu
- 中文 - Chinese
- Nederlands - Dutch
- Shqip - Albanian
- پښتو - Pashto
- azərbaycanca - Azerbaijani
- Kurdî - Kurdish
- Türkçe - Turkish
- Hausa - Hausa
- മലയാളം - Malayalam
- বাংলা - Bengali
- български - Bulgarian
- Kiswahili - Swahili
- नेपाली - Nepali
- тоҷикӣ - Tajik
- čeština - Czech
- português - Portuguese
- Luganda - Ganda
- Deutsch - German
- Wollof - Wolof
- Malagasy - Malagasy
- bosanski - Bosnian
- తెలుగు - Telugu
- فارسی - Persian
- தமிழ் - Tamil
- ئۇيغۇرچە - Uyghur
- Кыргызча - Кyrgyz
- Српски - Serbian
- Ўзбек - Uzbek
- ພາສາລາວ - Unnamed
- română - Romanian
- Français - French
- Lingala - Unnamed
Categories
Full Description
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა
ისლამი სამყაროთა ღმერთის რელიგიაა
ვინ არის შენი ღმერთი?
არსებობაში ეს არის უდიდესი შეკითხვა, და ეს არის უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელზე პასუხიც ადამიანმა უნდა იცოდეს.
ჩვენი ღმერთია ის, ვინც შექმნა ცები და მიწა, გარდმოავლინა ციდან წყალი, აღმოაცენა მისით ხილი და ხეები საჭმელად ჩვენთვის და იმ ცხოველებისთვის, რომლითაც ვიკვებებით.და ისაა რომელმაც შეგვქმნა ჩვენ და ჩვენი მამა-პაპანი, და შექმნა ყოველივე. ისაა, რომელმაც შექმნა დღე და ღამე. ისაა, რომელმაც დაადგინა ღამე დასვენებისა და ძილის დროდ, ხოლო დღე - საჭმლისა და სარჩოს ძიების დროდ.და ისაა რომელმაც დაგვიმორჩილა მზე, მთვარე, ვარსკვლავები და ზღვები. დაგვიმორჩილა ცხოველები, რათა ვჭამოთ და მათგან მივიღოთ სარგებელი, რძე და მატყლი (ბეწვი).
რა არის სამყაროთა ღმერთის "ატრიბუტები"?
ღმერთია ის, რომელმაც შექმნა ყველა ქმნილება და რომელიც წარმართავს მათ ჭეშმარიტებისაკენ. ისაა, რომელიც მართავს ყველა ქმნილების საქმეებს და აძლევს მათ საზრდოს,ისაა მეუფე ყოველივესი, რაც ამ ქვეყნადაა და საიქიოშო. ყოველივე მას ეკუთვნის, არ ჰყავს მას თანამოზიარე და ყველა მისი მსახურია.ის - მარადცოცხალია, რომელიც არ მოკვდება და არც იძინებს, და ისაა ზედამხედველი, რომლის ბრძანებით დგას ყოველი ცოცხალი, და ისაა რომლის მოწყალებამაც ყველაფერი მოიცვა. არ იმალება მისგან არაფერი, არც დედამიწაზე და არც ცაში.არ არსებობს მსგავსი მისი და ის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია. ის არის მისი ცების მაღლა, რომელსაც არაფერი სჭირდება მისი ქმნილებებისგან, ხოლო ქმნილებებს ესაჭიროებთ ის. ის არ არის მის ქმნილებებში და არც რაიმე ქმნილებაა მასში უწმინდესია იგი და უზენაესი.ღმერთმა შექმნა ეს სამყარო გაწონასწორებული სისტემით, რომელიც არ აგვიანებს, თუნდაც რომ იყოს ადამიანის სხეულის სისტემა ან ცხოველის, ან არსებული სისტემებიდან, რაც არის ჩვენს ირგვლივ: მზის, ვარსკვლავის და სხვა დანარჩენი არსებების.
და ყოველი ის, რასაც თაყვანს სცემენ ალლაჰის გარდა , რომელიც არ ფლობს საკუთარი თავისთვის არც სიკეთეს და არც ზიანს, როგორ მოუტანს სიკეთეს იმას, ვინც მას ეთაყვანება, ან როგორ დაიცავს მას სიავისგან.
რა არის ჩვენი ღმერთის უფლება ჩვენზე?
ჭეშმარიტად მისი უფლებაა ყველა ადამიანზე, რომ თაყვანისცენ მას ერთადერთს და არ დაუდგინონ თანაზიარი მას არაფერში, და არ ეთაყვანონ არავის მის გარდა ან მასთან ერთად: არც ადამიანს, არც ქვას, არც მდინარეს, არც პლანეტებს და არც არაფერს. პირიქით, მათი თაყვანისცემა უნდა იყოს გულწრფელად ალლაჰისთვის, სამყაროთა ღმერთისთვის.
რა უფლება აქვთ ადამიანებს ღმერთის წინაშე?
ჭეშმარიტად, ადამიანების უფლება ალლაჰისადმი არის ის, რომ როცა ეთაყვანებიან მას ერთადერთს, ღმერთმა აჩუქოს მათ სასიამოვნო ცხოვრება, რომელშიც იპოვიან უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ნდობას და კმაყოფილებას, ხოლო საიქიოში შევლენ სამოთხეში, სადაც არის ნეტარება და დარჩებიან მასში სამარადისოდ, და თუ ეურჩებიან მას და დაეწინააღმდეგებიან მის ბრძანებას, მაშინ ქმნის მათ ცხოვრებას უბედურს და ნაღვლიანს, თუნდაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ისინი იმყოფებიან ბედნიერებასა და სიმშვიდეში, საიქიოში შევლენ ცეცხლში, საიდანაც ვერასდროს გამოვლენ და ექნებათ მარადიული ტანჯვა.
რა არის ჩვენი არსებობის მიზანი? და რისთვის ვართ შექმნილნი?
ჭეშმარიტად, წმინდა ღმერთმა გვაცნობა, რომ შეგვქმნა კეთილშობილი მიზნისთვის, რომ ვეთაყვანოთ მხოლოდ მას ერთს და არ დავუდგინოთ თანაზიარი არაფერში. დაგვავალდებულა დედამიწაზე სიკეთითა და ღვთისმოშიშობით ცხოვრება. ვინც ეთაყვანა თავისი ღმერთის გარდა სხვას მან ვერ გაიგო თავისი შექმნის მიზანი, რისთვისაც შეიქმნა ის და არ დადგა მისი შემქმნელის ვალდებულებების შესასრულებლად და ვინც გაავრცელა სიბილწე დედამიწაზე, ის ვერ მიხვდა თავის მოვალეობას, რომელიც დაეკისრა მას.
როგორ ვეთაყვანოთ ჩვენს ღმერთს ?
ჭეშმარიტად, ღმერთს არ შევუქმნივართ იმისათვის, რომ მივეტოვებინეთ უყურადღებოდ და არ შეუქმნია ჩვენი ცხოვრება გასართობად. პირიქით, აირჩია ადამიანები შუამავლებად თავიანთ ხალხთან. ისინი ყველაზე სრულყოფილი ზნეობის ადამიანები იყვნენ. ისინი ყველაზე ჭკვიანები, წმინდა გულისა და სულის პატრონები იყვნენ. მათზე გარდმოავლინა თავისი გზავნილები, რომელიც შეიცავდა ყველაფერს, რაც ევალდებულებოდა ადამიანს ყოვლადდიდებული ღმერთისა და იმ დიდებული დღის შესაცნობად, როცა ისინი წარდგენილნი იქნებიან ღმერთის წინაშე.შუამავლებმა ამცნობეს თავიანთ ხალხს, თუ როგორ ეთაყვანონ ღმერთს და განუმარტეს მათ თაყვანისცემის მდგომარეობები და დროები და რა მადლი ექნებათ მათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში და საიქიოში. შუამავლებმა გააფრთხილეს ისინი იმაზე, რაც აკძალა მათთვის ღმერთმა: საკვებიდან, სასმელიდან და ქალებიდან, ვისზეც აკრძალულია დაქორწინება. მოუწოდეს(მოციქულებმა) მათ დიდებული ზნეობისაკენ და აუკრძალეს ცუდი ზნეობა.
რომელია დიდებული და ძლევამოსილი ღმერთის წინაშე მიღებული რელიგია?
ალლაჰის წინაშე მიღებული რელიგია ისლამია. რელიგია, რომელიც მოიტანეს ყველა შუამავლებმა და არ მიიღებს ალლაჰი განკითხვის დღეს სხვა რელიგიას მის გარდა და ყოველი რელიგია, რომელიც მიიღეს ადამიანებმა ისლამის გარდა - არის ბათილი, არ არგებს თავის პატრონს, პირიქით ის იქნება უბედურება მისთვის ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში და საიქიოშიც.
რა არის ამ რელიგიის(ისლამის) პრინციპები და მისი საფუძვლები?
ეს რელიგია გაადვილა ალლაჰმა თავის მსახურთათვის. მისი უდიდესი საფუძვლებიდან არის, რომ ირწმუნო ალლაჰი ღმერთად და ღვთაებად, ირწმუნო მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები, ბოლო დღე და ბედისწერა და დაამოწმო, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია. აღასრულო ლოცვა, გადაიხადო ზაქათი, თუ გაქვს ქონება რომელზედაც გევალდებულება ზაქათის გადახდა, იმარხო რამადანში, რომელიც წელიწადში ერთი თვეა და ჰაჯობა ალლაჰისთვის ქააბაში, რომელიც ააშენა იბრაჰიმ შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა მას) მისი ღმერთის ბრძანებით, თუ გაგიადვილდა მისი შესრულება.განერიდე რაც აკრძალა ალლაჰმა შენთვის, ეს იქნება თანაზიარის დადგენა მასზე, სულის(ადამიანის) მოკვლა, მრუშობა თუ აკრძალული ქონების ჭამა. თუ შენ ირწმუნე ალლაჰის, შეასრულე ეს თაყვანისცემები და განერიდე ამ აკრძალვებს მაშინ, შენ ხარ მუსლიმი ამქვეყნად, ხოლო განკითხვის დღეს ალლაჰი გაჩუქებს უწყვეტ წყალობას და მარადიულ სამოთხეს.
ისლამი ყველა ხალხის რელიგიაა თუ ერთი რასის რელიგია?
ისლამი - ალლაჰის რელიგიაა ყველა ხალხისთვის, და არ აქვთ ადამიანებს ერთმანეთზე უპირატესობა, გარდა ღვთისმოშიშობითა და კეთილი საქმეებით. ისლამში ყველა ადამიანი თანაბარია.
როგორ გაიგეს ადამიანებმა შუამავლების გულწრფელობა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ)?
ადამიანებმა შუამავლების გულწრფელობა მრავალი გზით გაიგეს:
მათ მიერ მოტანილი ჭეშმარიტებასა და სწორ ხელმძღვანელობას იღებს საღი გონება და ჯანსაღი ადამიანური ბუნება. აზროვნება ამტკიცებს მათ სიკეთეს. არავის, გარდა შუამავლებისა არ შეუძლია მოიტანეს იმის მსგავსი, რაც მათ მოიტანეს.
მოციქულების მოტანილი ჭეშმარიტება ადამიანების სარწმუნოებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას ასწორებს, მათი საქმეების გამართვასა და ცივილიზაციის აშენებას უზრუნველყოფს და ასევე, მათ სარწმუნოებას, გონებას, ქონებასა და ღირსებას იცავს.
ალლაჰის გზავნილები (მშვიდობა მათ) არ ითხოვდნენ საზღაურს ადამიანებისგან იმისთვის, რაზეც მიუთითეს მათ სიკეთისა თუ სწორი გზისკენ. პირიქით, ისინი ელოდნენ საზღაურს მხოლოდ მათი ღმერთისგან.
ის, რითაც მოვიდნენ მოციქულები იყო ჭეშმარიტი მრწამსი, რომელშიც ეჭვი არ არის, არ ეწინააღმდეგებოდა ისინი ერთმანეთს და არ იყო გაუგებარი. ყველა მოციქულს სჯეროდა მათ წინ მყოფი შუამავლების და მოუხმობდნენ იმისაკენ, რისკენაც მოუხმობდნენ ისინი ვინც მათზე წინ იყვნენ.
ალლაჰი ეხმარებოდა შუამავლებს (მშვიდობა მათ) ცხადი აიათებითა და სასწაულებით, რომლებსაც ღმერთი მათ ხელით ახდენდა, რათა ყოფილიყო ის სასწაულები მოწმედ იმ სიმართლისა რომ ისინი (მოციქულები) ალლაჰიდან გზავნილები იყვნენ. შუამავლების სასწაულთაგან ყველაზე უდიდესი სასწაული შუამავლების ბეჭედის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წმინდა ყურანია.
რა არის წმინდა ყურანი?
წმინდა ყურანი სამყაროების ღმერთის წიგნია. ის ალლაჰის სიტყვაა, რომელიც ჩამოჰქონდა მუჰამმად შუამავალთან მთავარ ანგელოზ ჯიბრიილს (მშვიდობა მას) და მასში არის ყველაფერი, რითაც დაავალდებულა ალლაჰმა ადამიანები: შეცნობა ღმერთის, მისი ანგელოზების, წიგნების, შუამავლების, განკითხვის დღისა და ბედისწერის მისი სიკეთით და სიბოროტით.მასში არის სავალდებულო ღვთისმსახურებები და აკრძალვები, რომლებისგანაც საჭიროა სიფრთხილე, საუკეთესო და მოუწონარი ზნეობა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადამიანის რწმენასთან თუ ამქვეყნიურ საქმიანობასთან. ის არის საოცრება წიგნი, რომლითაც ალლაჰმა გამოიწვია ადამიანები, რომ მოიტანონ მისი მსგავსი. ის არის დაცული განკითხვის დღემდე იმ ენით, რომლითაც გარდმოევლინა და არ დააკლდება მას ერთი ასოც და არ შეიცვლება მისგან ერთი სიტყვაც.
რა არის მტკიცებულება აღდგომასა და ანგარიშგებაზე?
ნუთუ ვერ ხედავ მკვდარ მიწას, რომელშიც არ არის სიცოცხლე და როცა გარდმოევლინება მასზე წვიმა აყვავდება და გაცოცხლდება ყოველი მცენარე. ჭეშმარიტად, ვინც აცოცხლებს ამ ფორმით ის შემძლეა, რომ გააცოცხლოს მკვდრები.ჭეშმარიტად, რომელმაც შექმნა ადამიანი სუსტი წყლის წვეთისგან(სპერმისგან) შემძლეა, რომ გააცოცხლოს განსჯის დღეს, განსაჯოს ის და დააჯილდოვოს სიკეთით თუ სიკეთე უკეთებია და სიავით თუ სიავე უკეთებია.რომელმაც შექმნა ცები, მიწა და ვარსკვლავები, შემძლეა დააბრუნოს პირველივე ფორმაში ადამიანი მისი სიკვდილის შემდეგ იმიტომ, რომ ალლაჰისთვის ადამიანის მეორედ შექმნა ცებისა და მიწის შექმნაზე უფრო იოლია.
რა იქნება განკითხვის დღეს ?
ძლევამოსილი და დიდებული ღმერთი გამოიყვანს მათი საფლავებიდან ქმნილებებს, შემდეგ განსჯის მათ მათი საქმეებით, და ვინც ირწმუნა და დაიჯერა შუამავლების, შეიყვანს მათ სამოთხეში, რომელშიც მარადიული ნეტარებაა, რომლის სიდიადეზეც ვერც კი იფიქრებს ადამიანი, ხოლო რომელთაც უარყვეს - შეიყვანს მათ ჯოჯოხეთში, სადაც არის მარადიული ტანჯვა, რომელსაც ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს, და თუ შევიდა ადამიანი სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, ის მასში არ მოკვდება არასდროს და დარჩება მასში მარადიულად ან ნეტარებაში ან ტანჯვაში.
თუ ადამიანს სურს ისლამში შესვლა რა უნდა გააკეთოს მან? არის თუ არა რაიმე სავალდებულო რიტუალი, თუ ადამიანებმა უნდა მისცენ მას ამის უფლება?
როცა ადამიანი მიხვდება, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ისლამია და რომ ის სამყაროების ღმერთის რელიგიაა, მან უნდა იჩქაროს მისი მიღება; იმიტომ რომ, როცა ჭკვიანი ადამიანისთვის ჭეშმარიტება ხდება ნათელი, ის ჩქარობს მისკენ და არ გადადებს ამ საქმეს.ვისაც სურს ისლამში შესვლა არ ესაჭიროება მას განსაკუთრებული რიტუალის შესრულება და არ საჭიროებს რომ იყოს, რომელიმე ქმნილების დასწრებით, მაგრამ ის თუ იქნება მუსლიმების თანდასწრებით ან ისლამურ ცენტრში, მაშინ ის უკეთესზე უკეთესია. თუ ვერ მოახერხებს ამას მაშინ საკმარისია, რომ თქვას:( ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია), მისი მნიშვნელობის ცოდნით და რწმენით, რომლითაც ის გახდება მუსლიმი: შემდეგ შეისწავლის ისლამის დანარჩენ კანონებს ნელ-ნელა და დადგება იმის შესასრულებლად, რაც უბრძანა მას ალლაჰმა.
ისლამი სამყაროთა ღმერთის რელიგიაა
რა არის სამყაროთა ღმერთის "ატრიბუტები"?
რა არის ჩვენი ღმერთის უფლება ჩვენზე?
რა უფლება აქვთ ადამიანებს ღმერთის წინაშე?
რა არის ჩვენი არსებობის მიზანი? და რისთვის ვართ შექმნილნი?
როგორ ვეთაყვანოთ ჩვენს ღმერთს ?
რომელია დიდებული და ძლევამოსილი ღმერთის წინაშე მიღებული რელიგია?
რა არის ამ რელიგიის(ისლამის) პრინციპები და მისი საფუძვლები?
ისლამი ყველა ხალხის რელიგიაა თუ ერთი რასის რელიგია?
როგორ გაიგეს ადამიანებმა შუამავლების გულწრფელობა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ)?
რა არის მტკიცებულება აღდგომასა და ანგარიშგებაზე?